სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ნატოს მინისტერიალს დაესწრება

ამერიკის ხმა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ თათბირში, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება. თათბირის მონაწილენი, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თანამედროვე საფრთხეებს და მათზე რეაგირების მექანიზმებს განიხილავენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პომპეომ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისადმი, რომელიც შვიდ ათეულ წელზე მეტია მშვიდობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. სახელმწიფო მდივანი და მისი კოლეგები იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის, საერთო თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაზე და “ნატო-2030” პროცესის ფარგლებში, ტრანს-ატლანტიკური ღირებულებების ცენტრალური როლის მნიშვნელობაზე. იმსჯელებენ ასევე ერაყში ნატოს მისიის გაძლიერებაზე და მომავლის პრობლემებთან, როგორიცაა კიბერ-საფრთხეები და პამდემიები. https://www.amerikiskhma.com/a/pompeo-to-attend-nato-ministerial/5682037.html #ახალი_ამბები #მსოფლიო