ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე-უკრაინელი მინისტრი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143100 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს, თუ სად შეიძლება მისი დანიშვნა და სად არა. კულებას თქმით, კიევი შეეცდება საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობები შეინარჩუნოს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი უკრაინის მიმართ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს “მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად არა. კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართელოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“ - აცხადებს ის. მისივე თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართელ კოლეგასთან, დავით ზალკანიანთან: „ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი-საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“ - განაცხადა დიმიტრი კულებამ.