მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება - ამირან გამყრელიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინა20 622-მა ადამიანმა გაიკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, მაჩვენებელი მცირეა და მოსახლეობის მეტი აქტიურობაა საჭირო. მისივე განმარტებით,რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, სავარაუდოდ ივლისში დაიწყება, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა იქნება მარაგში. ''ჩვენ გვჭირდება დღეში 3000 ან 4000-მდე აცრა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაშიაპრილ-მაისში გვეყოლება 300 000-მდე ერთჯერადად და 50 ათასამდე ორჯერადად აცრილი პირი. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ მაჩვენებელზე გავიდეთ'' - აცხადებს ამირან გამყრელიძე.