ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გასტანს
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენთან ერთად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.
როგორც ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, კომიტეტმა ერთხმად დაადგინა, COVID19-ის საფრთხე ძალიან მაღალია.
კოროვირუსის კრიზისის შემდეგ პანელი უკვე მეოთხედ შეიკრიბა - ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
შეხვედრის მონაწილეებმა პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების მცდელობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.