"თავისუფალ დემოკრატებს" ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებენ
Tbilisi Daily
"თავისუფალ დემოკრატებს" ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებენ - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, პარტიას ტოვებს "თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.
„პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან" და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", -განაცხადა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, შალვა შავგულიძემ პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვა.