ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას გოგი ცაბაძის სახელი მიენიჭება
Kutaisi Daily
ქუთაისში პეტრე ჩხობაძის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას გიორგი ცაბაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
გოგი ცაბაძე ყველასათვის გამორჩეულად საყვარელი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტია (1973). ის გახლავთ ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი.
კომპოზიტორს დიდი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „მეფაიტონე“ და სხვა მრავალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორის მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები. იგი ამ რთული ჟანრის 20-მდე ნაწარმოების ავტორია, ესენია: „სიმღერა სიყვარულზე“, „ჩვენი ნაცნობები“, „ტრფობის ბადეში“, „კურკას ქორწილი“, „იეთიმ გურჯი“, „მეტეხის ჩრდილში“, „შესანიშნავი სამეული“, „იტალიური რომანი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“, „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“.
გოგიცაბაძე ქუთაისისუბანი ქუთაისისქუჩა
kutaisidaily