102 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ქალმა დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ამ დროისთვი, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაცირნტი მკურნალობს,აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.