საუკეთესო ჯანდაცვის მქონე TOP-10 ქვეყანა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141980 როგორც BBC-ი წერს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა თუ რომელი ქვეყნის ჯანდაცვაა საუკეთესო; თუკი რეიტინგებს დავაკვირდებით, შესამჩნევი კავშირი არსებობს ჩამონათვალში ქვეყნების პოზიციასა და მის შესაძლებლობებთან, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას. The Legatum Prosperity Index-მა, რომელიც ზომავს ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობის პოლიტიკას და პირობებს, საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10 გამოაქვეყნა. ინდექსის შედგენისას შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს: თუ რამდენად აქვს წვდომა ადამიანს ჯანდაცვის აუცილებელ სერვისებზე, როგორია ქვეყანაში დაავადებათა კონტროლი და რამდენად ახერხებენ რისკ-ფაქტორების მართვას, ასევე როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10-ის სათავეში სინგაპურია, მას მოჰყვება იაპონია და მესამე ადგილზეა შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრაგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია. საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება: 1. სინგაპური 2. იაპონია 3. შვეიცარია 4. სამხრეთ კორეა 5. ნორვეგია 6. ჰონგ კონგი 7. ისლანდია 8. დანია 9. ნიდერლანდები 10. ავსტრია. BMG