საქართველო-სომხეთის საზღვართან რამდენიმე მოქალაქე რჩება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნინოწმინდიდან დაახლოებით 25 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ჟდანოვთან ამ დროისთვის რამდენიმე მოქალაქე რჩება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნით ორმა სატვირთო მანქანამ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ძირითადად, კარტოფილით იყო დატვირთული, საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. სავარაუდოდ, ისინი ორ დღეში საქართველოში დაბრუნდებიან. მოქალაქეები 28 სექტემბერს, საღამოს შეიკრიბნენ სოფელ ჟდანოვთან. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული სამხედრო დაპირისპირების გამო ისინი სომხური მხარის დასახმარებლად მოითხოვდნენ სურსათისა და საბურავების გადატანას, თუმცა მესაზღვრეებმა მათ საბურავების წაღების საშუალება არ მისცეს. მოქალაქეები ოფიციალური პირებისგან პასუხს ორ დღეში ელოდებიან. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება 27 სექტემბერს გამწვავდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30863122.html #ახალი_ამბები #twitter