2020 წლის ნობელის პრემია სამმა ვირუსოლოგმა მიიღო
Tbilisi Daily
2020 წლის ნობელის პრემია 3 ვირუსოლოგს, ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერებს გადაეცათ, რომლებმაც C ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საპატიო ჯილდოს ლაურეატებად დასახელდნენ ჰარვი ალტერი, მაიკ ჰოუტონი და ჩარლზ რაისი.
კომიტეტის განცხადებით, სამეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბრძოლაში სისხლით გადამდები ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომელიც არის ჯანდაცვის სერიოზული გლობალური პრობლემა და ადამიანებში ციროზსა და ღვიძლის სიმსივნეს იწვევს.
მათ ნამუშევარს „გადამწყვეტი მიღწევა“ უწოდეს.
ცნობისთვის, 2020 წლის ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში იმართება.