თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144082
დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს.
სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს, 14:00 საათზეა დანიშნული.
ცნობისთვის, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.