კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი პარკში გარდაცვლილი იპოვეს

Pirveliradio Ge

კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ meduza.io ავრცელებს. ამერიკელი ქალი რკინიგზასთან ახლოს ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ტოლბუხინას ქუჩაზე იპოვნეს. გარდაცვლილის ნივთების შემოწმებისას, პოლიციამ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოაჩინა. არსებული ვერსიით, ქალი ცემის შედეგად არის გარდაცვლილი. პოლიცია შავგვრემან მამაკაცს ეძებს, რომელიც დაახლოებით 30-40 წლის ასაკისაა. კიევის პოლიცია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის გარდაცვალებას, განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.