კრემლი: მთიან ყარაბაღში სამშვიდობოებს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში შევიყვანთ

Tbilisi Daily

რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობოებს იმ შემთხვევაში შეიყვანს, თუ ამას სომხეთი და აზერბაიჯანი მოითხოვს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მანამდე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანის საკითხი შესაძლოა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში იქნას განხილული. ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება.