მიწა 1800 ლარად - სახელმწიფო გორში ნაკვეთს ასხვისებს

Gori Daily

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ასხვისებს, რომლის ფართობი 35 კვადრატული მეტრია. როგორც ცნობილია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უწყება ელექტრონული აუქციონის საშუალებით ასხვისებს. საწყისი ფასი 1 800 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი, 200 ლარი. ქუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ელექტროხაზების დაუზიანებლად, საპრივატიზაციო უძრავ ქონებაზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები. ინფორმაციისთვის, აუქციონი 22 დეკემბერს სრულდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #მიწისგასხვისება #მიწისგასხვისება #გორი #goridaily