მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად-ბაქრაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143090 მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედოს და არა პირადი და პარტიული ინტერესიდან - ამ განცხადებით ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს ხელისუფლებისადმი 8 მარტის შეთანხმების შესულების თაობაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას ეხმაურაურება. „ქართული ოცნება“ მეორედ შედის იგივე მდინარეში და მეორედ იწვევს საერთაშორისო კრიტიკის ტალღას, ოღონდ განსხვავებით პირველი ტალღისგან, რომელიც ყველას გვახსოვს იანვარ-თებერვალში, ამჯერად საერთაშორისო კრიტიკა იქნება კიდევ უფრო მძაფრი, ვინაიდან ამჯერად „ქართული ოცნება“ ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ატყუებს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკელებს და ევროპელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში. ამიტომ, ამ ტყუილს ექნება უმძიმესი ფასი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ეს ტყუილი დააზიანებს ქვეყანასაც და ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოსაც“,- განაცხადა ბაქრაძემ. დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ვიდრე საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად იმოქმედოს. „ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სანამ იძულებული იქნება, ისევ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ გადადგას ნაბიჯები. უკვე გამოჩნდა, რომ პანდემია და კორონავირუსი არ იქნება მათთვის მიტევების საფუძველი და კრიტიკა იქნება, ამიტომ, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ორივე ნაწილში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პროპორციების ნაწილშიც, რათა ამ გზით შევინარჩუნოთ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემო და ჩავატაროთ ნორმალური და მშვიდი არჩევნები, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს იმ სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელსაც გარდაუვლად შექმნის კორონავირუსი ქვეყანაში. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედოს და არა პირადი და პარტიული ინტერესიდან. ჩვენი მხრიდან ვადასტურებ, რომ როგორც კი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს 8 მარტის შეთანმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ პროცესში“,- განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.