„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაკავებულია 21 პირი, მათ შორის გიორგი ბარამიძე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის ოფისთან პოლიციამ ჯამში 21 პირი დააკავა, რომელთა შორის არიან გიორგი ბარამიძე და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ზუკა ბერძენიშვილი. გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით ვრცელებოდა ინფორმაცია, რომ ის შტურმის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მისი გადაყვანა გახდა საჭირო.  პოლიციამ დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი. როგორც მან თქვა მედიასთან, ის პოლიციის განყოფილებიდან იმის გამო გამოუშვეს, რომ აქვს დეპუტატის მანდატი.  როგორც შსს-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ყველა დაკავებულს ბრალად ედება ერთი და იგივე სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს "სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას." https://www.radiotavisupleba.ge/a/31116913.html #ახალი_ამბები #twitter