თელავში ცხოველთა დამცველი დაჭრეს

Tbilisi Daily

თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრს ცივი იარაღით სახეზე ჭრილობა მიაყენეს. ლალი კბილაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც მისი ძაღლი გაეკიდა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახე დაუზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. დაზარალებული ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძაღლების მიზეზით, ქალაქში დაპირისპირება ხდება. ცხოველთა თავშესაფარი რეგიონში ამ დრომდე არ არსებობს. რაც მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნის. ლალი კბილაშვილს ძაღლების თავშესაფარი საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი.