თბილისი-პარიზს შორის ავიარეისები უახლოეს მომავალში აღდგება
Kutaisi Daily
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან „ეარფრანსი“ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.
როგორც თურნავა განმარტავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე „ეარბალტიკთანაც“.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავუდასტურეთ „ეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან ფრენების შესრულება. ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ, კვირაში ორი ფრენა განახორციელონ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ვაგრძელებთ მოლაპარაკებას „ეარბალტიკთან“ თბილისი-რიგის მიმართულებით და აქაც მალე გვექნება გადაწყვეტილება. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარური ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით. ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს“, - განაცხადა თურნავამ
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#საინტერესო
#სიახლე
#ფრენები
#kutaisidaily
#ახალიამბები