ხვალიდან ეკლესიებში ლოცვები 4 საათიდან დაიწყება და 8 ზე დასრულდება.
ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დეკანოზის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სმს-ის სახით ყველა ტაძრის წინამძღვარს გადაეგზავნება.
„დღეს ამ სმს შეტყობინებას მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები. გეძლევათ სამი რეკომენდაცია:
პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1, 5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები.
ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.