რაზე ესაუბრა გიგი უგულავა ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს?
Zugdidi Daily
ზუგდიდის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა ზუგდიდში, დევნილების დასახლებას ესტუმრა და იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები მოისმინა.
აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, ისინი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ხოლო მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს.
გიგი უგულავას თქმით, საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რათა საბოლოოდ დასრულდეს დევნილთა სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრება.
,,ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წამოყვება ნებისმიერ ნორმალურ მთავრობას იმაზე იმ წინადადებაზე, რომ კომპაქტურად ჩასახლებების ეპოქა დასრულდეს და დევნილის სტატუსი იყოს მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი და დევნილის ბავშვი არ იზრდებოდეს სხვა ბავშვთან განსხვავებულ გარემოში.” - განაცხადა გიგი უგულავამ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#გიგიუგულავა #დევნილები
#zugdididaily