მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრ კარანტინის გამოცხადების დღეიდან 46 ბიჭი და 37 გოგო დაიბადა.
Marneuli Daily
მარნუელში მკაცრი კარანტინის გამოცხადების დღეიდან 83 ბავშვი დაიბადა.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამშობიარო კლინიაში, 23 მატიდან 10 აპრილის პერიოდში, 36 ბავშვი დაიბადა, აქედან 23 ბიჭი და 13 გოგო.
მარნეულის „ავერსის“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში კი, ამავე პერიოდში, 47 ბავშვი დაიბადა. მათგან 23 ბიჭია, ხოლო 24 გოგო.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. უკვე კარანტინის მე-19 დღეა და ამ დროის განმავლობაში მარნეულის ორ კლინიკაში ჯამში 83 ბავშვი დაიბადა.
წყარო: რადიო „მარნეული“
#goodplaces
#news
#მარნეული
#MarneuliDaily