მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს ერთი წლით გადასახადები გაეზარდოთ - ჟორჟოლიანის ინიციატივა

0
„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს – შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“. – ამბობს ჟორჟოლიანი. მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს. „ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით”, – ამბობს დეპუტატი. „მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
0