უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა - გიორგი გახარია

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის და რას - პოსტკრიზისულ პერიოდში. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა, ასევე, მნიშვნელოვანია, ბიზნესმა იცოდეს, რომ შეიქმნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო შეძლებს პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიებს დაეხმაროს სწრაფად განვითარებაში. , , რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, “ - განაცხადა გახარიამ.
#გიორგიგახარია
#ეკონომიკა
#ბიზნესი
#კრიზისი
#tbilisidaily
y
0