დღეში18-20 შემთხვევა ტრაგედია არ არის, ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარიან ეზუგბაიას განცხადებით, დღეში18-20 შემთხვევა ტრაგედია არ არის, იმ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ მეოთხეულ, შიდა გადაცემაზე. მისივე თქმით, თუ ასეთი მატება გაგრძელდა, პრობლემების დიდი დანაკლისის გარეშე გადალახვას შეძლებენ. “ჩვენ 115 ინფიცირებულიდან ავედით 148-ზე. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში ვთქვათ 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0