ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

0
ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით გატეხილია შესაწირი ყუთი და წაღებულია მიზერული თანხა. ტაძრის დარბევასა და ხატების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ადგილზე მუშაოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
0