კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140598 კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში-განაცხადა, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში. "ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები. ჩვენი კლინიკები გამართულად მუშაობენ. მათ რესურსი საკმარისი აქვთ. უკვე გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით, 450-ია მაშინ, როდესაც პაციენტი სულ 130 გვყავს. ამიტომ, კლინიკები ჯერ სერიოზული რეზერვით მუშაობენ. მათ შეუძლიათ, სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როცა ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს გეგმა B და გეგმა C, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს, "-განაცხადა ცერცვაძემ.
0