დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ
განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება, ამასან ერთად კი დაინფიცირების ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. მისივე თქმით, ამ ფონზე ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე.
, , ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში.
აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში, " - განაცხადა გახარიამ.
#გახარია
#კორონავირუსი#ჯანდაცვისსამინისტრო#ჯანდაცვა#ჰოსპიტალი#tbilisidailyy