ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, ეს გამორიცხულია!

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140610 ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, ეს გამორიცხულია! მივატოვო და წავიდე სხვაგან?! -ამის შესახებ განცხადება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულა”-სთან ინტერვიუში გააკეთა. “ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები. ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის. და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ინტერვიუში.
0