საქველმოქმედო აქცია ქედაში

0
ქედაში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. შპს დიექს პროდაქშენის ინიციატივით, 25 ოჯახს ქედაში პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები გადაეცა. შეძენილი პროდუქცია მოხალისეებმა და ქედის მერიის თანამშრომლებმა ოჯახეებს დაურიგეს. ეს არ არის დახმარების ერთადერთი პაკეტი, რომელიც მოქალაქეებისთვისაა გამოყოფილი. მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეების ნაწილს დაურიგდება დახმარების პაკეტები არამალეფუჭებადი საკვებით. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაღალმთიან აჭარაში გაჭიანურდა საკვებით მომარაგება და ტრანსპორტაცია. მოქალაქეებს საკვებით მომარაგება და პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილება პრობლემური გახდა.
#საქვემლომქედო
#აქცია
#ქედა
#BATUMIDAILY
0