დღეში იქნება 15-20 პაციენტის დაინფიცირება, რაც დიდი ტრაგედია არ არის - ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140621 დღეში იქნება 15-20 პაციენტის დაინფიცირება, რაც დიდი ტრაგედია არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენთან 40 პაციენტი მკურნალობს. ორი არის ახალი და მათი ინფიცირების წყარო ის კონტაქტები არიან, ვინც ჩვენთან მანამდე იწვა. ჩვენ გვყავს სულ ორი კრიტიკული პაციენტი, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება, ხოლო დანარჩენი სამის შემთხვევაში სტაბილიზაცია მიღწეულია. ასე თუ გაგრძელდა, ისინი კრიტიკული შემთხვევებიდან ამოიწერებიან. 115-დან 148-მდე ასვლა დიდი რიცხვი არ არის, თუ ასე გავაგრძელებთ, ალბათ შევძლებთ, რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკარგების გარეშე. თუ ასე გაგრძელდება და დღეში იქნება 15-20 პაციენტი, ეს არ არის დიდი ტრაგედია. ეს ციფრები მისაღებია იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელდა, ხოლო ავსტრიის ორი მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.
0