საფრანგეთში, უძველესი ტაძრის გადაწვაში ბრალდებული პირი დააკავეს

Tbilisi Daily

საფრანგეთში, პეტრე და პავლე მოციქულების ტაძრის გადაწვაში ბრალდებული 39 წლის პირი დააკავეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. ნანტის პოლიციის ცნობით, დაკავებული ტაძარში მოხალისედ მომუშავე პირია, რომელსაც ხანძრის ღამით ეკლესიის ჩაკეტვა ევალებოდა. შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთში, ქალაქ ნანტიში მდებარე უძველეს ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მისი დიდი ნაწილი დაზიანდა, თუმცა შენობა არ ჩამონგრეულა. წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი, რომლის მშენებლობა XV საუკუნეში დაიწყო და 457 წელი გაგრძელდა, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ეკლესიაა. იგი სიმაღლით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ექვსი მეტრით ჩამოუვარდება.