მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია - ლინკევიჩუსი
Pirveliradio Ge
ევროპელი პარტნიორები მმართველ პარტიას რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზი გავუსვი, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია", - წერს ლინკევიჩუსი.
http://pirveliradio.ge/?newsid=145174