ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელბიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.
#spain
#covid19
#coronavirus
#stopcovid19