რენე მაგრიტი დაიბადა 1898 წლის 21 ნოემბერს ბელგიაში.ბავშვობის წლები გაატარა ქალაქ შარლერუაში.მისი ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა.1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბერში.მაგრიტმა ორი წელი ბრიუსელის ხელოვნების აკადემიაში ისწავლა.1918 წელს რენემ აკადემია დატოვა, ამავე წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჟორჟეტა ბერგერი, რომელთანაც 1922 წელს იქორწინა და რომელთანაც 1967 წლამდე იცხოვრა.1926 წლამდე რენე მუშაობდა აფიშების და რეკლამების მხატვრად, ქაღალდის ქარხანაში.მოგვიანებით ბრიუსელის გალერეამ “სენტომ” უფლება მისცა მთლიანად მხატვრობაში ჩაფლულიყო.ამავე წელს რენე მაგრიტი ქმნის თავის პირველ სურეალისტურ ნამუშევარს სახელწოდებით „დაკარგული ჟოკეი”.
1927 წელს აწყობს პირველ გამოფენას, რომელიც სამწუხაროდ მარცხით მთავრდება. კრიტიკოსები მას წარუმატებლად თვლიან.რენე თავის ცოლთან ერთად პარიზში გადადის საცხოვრებლად.აქ იცნობს ანდრე ბრეტონს და შეიდ მის სიურელისტურ წრეში.ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ შეძლო, ახალი, თავისი სტილი ჩამოეყალიბებინა.მხატვარს არ ეშინოდა შეჰკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად იყო განწყობილი ფსიქოანალიზთან, მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტური, ასევე ინტელექტუალური.გალერეა “სენტოსთან” კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.
მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა “სინათლის იმპერია”.
#art
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#events
#opinion
#gaming
#news
#goodplaces
#politics