საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის მობილიზებული, რომ კორონავირუსით პაციენტები მიიღოს

ByOn.geGeorgia
0
საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებლობა არის, რომ დამატებით კიდევ 6 კლინიკა ჩაერთოს. მინისტრის თქმით, რეგიონებში 31 საავადმყოფო ეტაპობრივად ჩაერთვება.
#coronavirus
#კორონავირუსი
#დარჩისახლში
#stopcovid19
#news
ByOn.geGeorgia
0