მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა

0
https://primetime.ge/maia-tsqitishvili-ambobs-rom-saaghdgomo-liturgiaze-ar-tsava/ ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ წელს ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა. ცქიტიშვილის თქმით 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. „რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს.
0