6 votes
0 comments
0 shares
Save
საქართველოში, შესაძლოა, საკარანტინო რეჟიმი კიდევ გამკაცრდეს – პაატა იმნაძე
118 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

https://primetime.ge/saqartveloshi-shesadzloa-sakarantino-rezhimi-kidev-gamkatsrdes-paata-imnadze/

სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„საკარანტინო ზონა დღეს არის მთელი საქართველო, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები.

საკარანტინო ზონებში თუ იქნება დამატებითი ზომები მისაღები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურ დასახლებებს, ქალაქებს. შეიძლება უბრალოდ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები.

ასე ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას.

სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე.

ვერ იაზრებს, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.

საქართველოში 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

გამოცხადდა კომენდანტის საათი


Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ყველას მოვუწოდებ, ოჯახის წევრებთან დაიცვან თვითიზოლაციაში ყოფნის წესები – პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ოჯახის წევრებთან იზოლაციის წესები.. მისი თქმით, ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს ვირუსი ერთმანეთისთვის გადაუციათ. „მოვუწოდებ ყველას, ვინც ოჯახურ პირობებში თვითიზოლაციაშია. მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვინც თვითიზოლაციაში იყო, ოჯახის წევრებთან კონტაქტი ჰქონდათ და ისინიც ავად ხდებოდნენ ხოლმე. ვინც თვითიზოლაციაშია, დაიცავით ოჯახში იზოლაციის წესები, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის გვერდზე“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პაატა იმნაძე – მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის ექიმს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მან (სოფლის ექიმმა) და რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევის დადგენა შეძლეს. „მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალიან დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. რა არის შესაძლო შემთხვევა. გამოიყენა ის, რაც მას ჰქონდა. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რაც ვებგვერდზე ეწერა. მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასევე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლიდანაც ჩვენ დავადგინეთ მათი კონტაქტები. ისევ მათი დახმარებით. ეს კი, ათეულობით კონტაქტი იყო,“ – განაცხადა იმნაძემ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 110 შემთხვევა დადასტურდა. 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი. 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მოვუწოდებ მოქალაქეებს, დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
მოვუწოდებ მოქალაქეებს, დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები საკონტროლო პუნქტებზე აკონტროლებენ ქალაქებს და ამ ნაწილშიც, ისევე როგორც გადაადგილებისას, კონტროლის გაადვილებისა და აღსრულების პროცესის გაადვილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე თვითონ პოლიციის თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა, ამიტომ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი გახდა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება. „დღეიდან, ფაქტობრივად, ჩვენ ცოტა განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით. კიდევ უფრო გამკაცრდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის მიერ დაწესებული ზომები. ქვეყანა უკვე 10 დღეა საგანგებო რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილებისა და შეკრების, სამეწარმეო საქმიანობის (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საკუთრების და სხვა უფლებები. სიტუაციის გამწვავების პარალელურად, ასე ვთქვათ, ადეკვატურად, მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და უკვე დადგა ეტაპი, როდესაც გაცილებით უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე უნდა გადავსულიყავით და შესაბამისად დღეიდან, ფაქტობრივად შეზღუდულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არა მხოლოდ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, არამედ საქალაქთაშორისო დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან. დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შესაბამისად, ავტომანქანების რაოდენობა და კონცენტრაცია, ზოგადად, ქალაქებში შემცირებულია და ეს საკმაოდ თვალშისაცემია. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობს და ადამიანები პროდუქტებისა თუ ფარმაცევტული პროდუქციის საყიდლად გამოდიან, თუმცა, მოქალაქეების და მანქანების კონცენტრაცია დღეს დილიდან უკვე შემცირებულია“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვების მძღოლები რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან - იმნაძე
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საავტომობილო და სარკინიგზო მძღოლებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები. „ადამიანი შეიძლება იყოს ინკუბაციურ პერიოდში, ტესტი იყოს უარყოფითი და შემდეგ, ის ინკუბაციის პერიოდში ნებისმიერ დღეს 14 დღიდან გახდეს დადებითი. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ დღეს მთელი დედამიწა პრაქტიკულად, ასე ვთქვათ დაპაუზებულია. ვაჭრობა ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. შესაბამისად ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ უნდა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, უნდა იყოს ღია კორიდორები და ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო გადაზიდვებს, სარკინიგზო გადაზიდვებს. რა თქმა უნდა აქ არის გარკვეული რისკი. ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ რისკებს. ამიტომ არის სპეციალური რეჟიმი. გროვდება გარკვეული რაოდენობა სატრანზიტო მანქანების და შემდეგ ისინი პოლიციის ესკორტით გადაადგილდებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. თუმცა ძირითადად მაინც ისევ ჩვენი ქართველი გადამზიდავები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან და ისინი შემდგომ გადაადგილდებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც. რა თქმა უნდა, მათი რისკი არის, ამიტომ ისინი ყველანი გაფრთხილებულები არიან, პირველ რიგში დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც დაწესებულია უკვე ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის. მე მესმის, ახლა ტრასაზე რომ გაივლის, ის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგენს ვინმესთვის, მაგრამ ის მიდის შემდეგ თავის ოჯახში. ამიტომ თითოეულმა მათგანთან ტარდება ახსნა-განმარტებითი საუბარი, რომ ისინი წარმოადგენენ რისკს პირველ რიგში საკუთარი ოჯახებისათვის და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები, როდესაც არიან ქვეყნის ტერიტორიაზე. ვაჭრობა ქვეყნებს შორის ვერ გაჩერდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მეუფე ნიკოლოზი - წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, ხალხი დაესწრება
ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული. „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს. „კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს. ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან. „უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ. მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება საფრთხე ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს, მედპერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს – თამარ გაბუნია
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური ტრენინგები, იმ პერსონალისთვის, ვისაც უწევს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა. „მარაგები, რომლებიც შემოვა ქვეყანაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იყოს შესაბამისად მომარაგებული ამ საშუალებებით. მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი, იმ პერსონალის ვინც მუშაობს კორონავირუსით ინფიცირებულებთან“,- აცხადებს თამარ გაბუნია. 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა უფრო მარტივად გავრცელდეს
ძალიან ბევრ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძემ განმარტა, რომ მათ, ვისაც გადატანილი აქვთ მუტაციამდელი კრონავირუსი, შესაძლოა ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეთ. #მეორეტალღა #მუტაცია #კორონავირუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი-იმნაძე
გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. ამასთან იმნაძემ თქვა რომ, საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირება, რადგან საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. „სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. ისინი ჩვენს გვერდით არიან და ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება მოვერიდოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ვინც აუცილებელ სამსახურში არიან, უნდა გააგრძელონ სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ოჯახებში ბრუნდებიან, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ! ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა იმნაძემ.