როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Tbilisi Daily

სინოპტიკოსები 21 დეკემბერს ქუთაისში დღისით +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, აქ დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. სინოპტიკოსები ბათუმში ნალექსა და +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი არის მოსალოდნელი. ასევე ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +0 იქნება. სოხუმში +9 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +0 გრადუსამდე დაიწევს. ჭიათურაში +9 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ახალციხეში მცირე ნალექი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ +5 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვაა მოსალოდნელი, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -11 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია ნავარაუდევი გორში, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი. გუდაურში თოვლიანი დღე იქნება. -2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში მზიან ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი არის ნავარაუდევი. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი არის მოსალოდნელი. +6 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +5 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +0 გრადუსი არის ნავარაუდევი. რუსთავში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები მცირე ნალექს ვარაუდობენ.