კორონავირუსმა გვაჩვენა, როგორი სუფთა იქნებოდა ჰაერი ელექტრომანქანების მასობრივი გამოყენების შემთხვევ

0
კორონავირუსმა გვაჩვენა, როგორი სუფთა იქნებოდა ჰაერი ელექტრომანქანების მასობრივი გამოყენების შემთხვევაში ♻️ ყველა იმ დაკარგული სიცოცხლისა და ფინანსური პრობლემის გვერდით, რაც კორონავირუსმა მოგვიტანა, რთულია, მის სასარგებლო მხარეს ვხედავდეთ, მაგრამ ერთი ასეთი ამბავი მაინც უნდა აღინიშნოს - უფრო სუფთა ჰაერი.☘️✅ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ის გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ, თუ მსოფლიო ერთიანად გადავა ელექტროტრანსპორტზე.? თითქმის მთელ მსოფლიოში გამოცხადებული კარანტინის გამო გაცილებით ნაკლები მანქანა მოძრაობს და ხალხიც ბევრად ნაკლებ საწვავს იყენებს.? კალიფორნიაში თითქმის ორი კვირაა, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლია, მანქანით აღარ მოძრაობს და ყველანი ვხედავთ, რა საოცრად მოქმედებს ეს ამბავი ჰაერზე.☀️❄️? ბოლო სამი თვეა, სილვერლეიქში ვარ, ლოს-ანჯელესში. უკანა ეზოდან მშვენიერი ხედი გვაქვს და შეგვიძლია დავინახოთ, რა ხდება რამდენიმე მილს იქით. მიუხედავად ამისა, ლოს-ანჯელესს შემორტყმული სმოგის გამო მხოლოდ სან გაბრიელის მთებსა და ქალაქის საქმიან ნაწილს ვხედავდით, ისიც მაშინ, როცა წვიმა ჰაერს გაასუფთავებდა ორიოდე დღით, მერე ჩვენი მხედველობის არე ისევ რამდენიმე კილომეტრზე ჩამოდიოდა.? მაგრამ ახლა ერთი კვირაა, არ უწვიმია და ჩვენ იმაზე შორს ვხედავთ, ვიდრე - ამ სამი თვის განმავლობაში. მწვერვალ კუკამონგას ვხედავთ, რომელიც კარგა 50 მილზეა აქედან. მართალია, ეს საბუთი მხოლოდ მონათხრობს ემყარება, მაგრამ უკვე მისი გამამყარებელი კვლევებიც იდება.☄️⚡️ Earther-მა დადო რუკა, რომელზეც აზოტის დიოქსიდი სატელიტიდან გადაღებული ფოტოებითაა დაფიქსირებული. მასზე ვხედავთ მონაცემების მკვეთრ შემცირებას ორი თვის წინანდელთან შედარებით.?⛈ ბარბარა დიქსი, კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების კოოპერატიული ინსტიტუტის ატმოსფეროს მკვლევარი, გვიხსნის, რატომაა აზოტის დიოქსიდი წიაღისეული საწვავით დაბინძურების კარგი მაჩვენებელი: „აზოტის დიოქსიდი წიაღისეული საწვავის წვისას გამოიყოფა და ამიტომაც ხშირად მის მიხედვით იკვლევენ ურბანულ დაბინძურებას. წიაღისეული საწვავის გამოყენებისას პირდაპირ გამოიყოფა დიდი რაოდენობით აზოტოვანი ოქსიდი და მცირე რაოდენობით აზოტის დიოქსიდი (მათ ხშირად ერთიანად, NOx-ად, მოიხსენიებენ), მაგრამ აზოტოვანი ოქსიდი ატმოსფეროში მაშინვე გარდაიქმნება აზოტის დიოქსიდად. აზოტის დიოქსიდი კი მარტივად შეიძლება გაიზომოს სატელიტით“. სიმართლე რომ ვთქვათ, ამინდმა შეიძლება იმოქმედოს სატელიტზე აზოტის დიოქსიდის მონაცემების შეგროვებისას, მაგრამ ასეთი დიდი ცვლილება მაინც კარგი ინდიკატორია.? დიქსმა განაგრძო: „COVID-19-ის შედეგად აზოტის დიოქსიდის მკვეთრი შემცირება უპრეცენდენტოა. ჩვენ გლობალური ექსპერიმენტის მომსწრენი ვართ, ვხედავთ, როგორ მკვეთრად შემცირდა დაბინძურების ერთი წყარო (NOx), სხვა ნივთიერებები კი ძველებურად აგრძელებს დაბინძურებას, ან მათი გამოყოფა ნელ-ნელა შემცირდება. აქედან ატმოსფერული მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს ვიღებთ“. ? ელექტროტრანსპორტის რევოლუცია კორონავირუსის აფეთქებით გამოწვეული დადებითი გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ ეს იმის მშვენიერი დემონსტრაციაა, რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ელექტრომანქანების გამოყენების ფართოდ გავრცელებამ ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ.??? თუკი ყველა, ვინც ამ დღეებს სახლში ატარებს, ელექტრომანქანაზე გადაჯდება მას მერე, რაც ცხოვრების ძველ რიტმს დაუბრუნდება, ჩვენ შევინარჩუნებთ ჰაერის ამ არაჩვეულებრივ ხარისხს.☘️♻️❄️ ამ მიზნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ ის შეგვიძლია, მეტად ვცადოთ ელექტრომანქანების გავრცელება. დემოკრატებმა სწორედ ამისთვის მისაღები ზომები შეიტანეს კორონავირუსის კრიზისისთვის შექმნილ მასტიმულირებელ შეთავაზებებში, რესპუბლიკელებმა კი აშშ-ს ნავთობის ინდუსტრიის გამოძვრენა სცადეს. ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა, მიზნისთვის მიეღწია, მაგრამ კარგი ისაა, რომ ნავთობკომპანიებმა ფული ვერ მიიღეს, ამან კი მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. თავის მხრივ, ამ ამბებმა შეიძლება მეტ პოლიტიკოსს დაანახოს, რომ აშშ-ს ენეგროდამოუკიდებლობისა და დაცულობისკენ მიმავალი საუკეთესო გზა ელექტრომანქანებსა და განახლებად ენერგიაზე მყისიერად გადასვლა იქნება. სუფთა ჰაერის გარდა, ეს ქვეყანას მეტ ცოდნასაც მოგვცემს ელექტრომანქანებზე, რაც მათი და მათთან დაკავშირებული მასალის წარმოების გაზრდას ნიშნავს, ეს კი მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ესაა სამმხრივი გამარჯვების სცენარი. ამის მისაღწევი საუკეტესო გზა აზოტზე მნიშვნელოვანი გადასახადის დადებაა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მირება აშშ-ს კანონმდებლებს გაუჭრდებათ. წყარო : https://electrek.co/2020/03/30/coronavirus-clean-air-electric-cars-adoption/
0