დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, მოქალაქეებს რჩევას აძლევს, როგორ უნდა ჩაუტარონ ნაღდ ფულს დეზინფექცია.
როგორც იმნაძე გვირჩევს, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ სადეზინფექციო ხსნარებს და ცხელი უთოს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია არა ბანკომატიდან აღებულ ფულზე, არამედ იმაზე, ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს.
ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. ეს რეკომენდაცია ყველა ნივთს ეხება.
ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დაინფიცირებულებიდან 7 ადამიანი როვნული ბანკის წარმომადგენელია