37 გრადუსი არ არის ტემპერატურა, ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს, 37,5 გრადუსიდან უნდა გაიაროს კონსულტაცია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140652 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს. „მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37, 5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, - განაცხადა იმანძემ.
0