პაატა იმნაძე- როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენი ტემპერატურა 37,5

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს. აღნიშნულით პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, არის თუ არა 37 გრადუსი ტემპერატურა განგაშის საფუძველი, რომ მოქალაქემ „112“-ში დაარეკოს, უპასუხა. „მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37, 5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, - განაცხადა იმანძემ.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
0