ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინკაში 53 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ახალი კორონავირუსი 23-ს აღენიშნება. „63 წლის კრიტიკულ პაციენტი გუშინ მოიხსნა აპარატიდან მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტური. 80 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, ნევროლოგიური სტატუსი აღდგენილია და ეტაპობრივად შესაძლებელია რამდენიმე დღეში მოიხსნას აპარატიდან. მესამე ქალბატონი, რომელიც არის მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური ვიტალური პარამეტრებით, გრძელდება მონიტორინგი, “ - განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#ლევანრატიანი
#ჯანდაცვა
#tbilisidaily
y
0