დატბორილი ქუჩები, სარდაფები, ეზოები - უხვი ნალექის შედეგები ქუთაისში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. დატბორილია რამდენიმე ქუჩა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთის ქუჩაზე, სადაცსაცხოვრებელი სახლების პირველი სართული, სარდაფები და ეზოები დაიტბორა. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ფოტო: არჩილ გეგენავა