მამაკაცი, რომელსაც 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლომ გაამართლა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143350 მამაკაცი, რომლსაც ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, გურჯაანის სასამართლომ გაამართლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. როგორც 5 წლის ბავშვის ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულოვნის მტკიცებულება დევს, რაც ვერ იქნება გათვალისწინებული. ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ცნობისთვის, განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.