2 votes
0 comments
0 shares
Save
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი
345 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140656

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელბიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 7 472 და დაიღუპა 932 ადამიანი
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელბიდან 3 აპრილამდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პირველზეა იტალია. ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 117 710 შემთხვევაა დადასტურებული.#spain #covid19 #coronavirus #stopcovid19
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ესპანეთში ბოლო 24-საათში კორონავირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 767-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24-საათში ქვეყანაში ვირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსი 3 431 ადამიანს დაუდასტურდა. ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 17 147 ადამიანი დაინფიცირდა. ესპანური მედია წერს, რომ ვირუსისგან უკვე 1 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ესპანეთის მთავრობამ დღეს კანარისა და ბალეარის კუნძულებზე ფრენები შეზღუდა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ესპანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 2 182 ადამიანი დაიღუპა, 2 575 კი გამოჯანმრთელდა. ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 29 909 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყნის ხელისუფლება „კოვიდ 19“-ის პიკს 25 მარტს ელოდება.#covid19 #coronavirus #spain
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო
შეზღუდვების შესუსტების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემია გრძელდება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისში გააკეთეს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 236 296 მილიონი დაინფიცირდა, 1 010 805 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ინფექციას 228 611 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (61 670) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (27 682), მესამეზე კი - ესპანეთი (24 275). ესპანეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას 248 ადამიანი ემსხვერპლა. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გერმანიაში 153, ბელგიაში 170, ნიდერლანდებში 145, შვედეთში კი 107 ადამიანი გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 21 ათასს აჭარბებს. მათ შორის 82 მედიკოსია. რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 960 სამხედროს დაუდასტურდა. პანდემიამ იმსხვერპლა მოსკოვის ეპარქიის დეკანოზიც. პანდემიის პიკმა უკვე გადაიარა თურქეთში, თუმცა შემზღუდავი ზომები კვლავ ძალაში რჩება. პანდემიის შეჩერებაზე საუბრობენ სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო 24 საათში დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. კორონავირუსისგან თავისუფალ პირველ ზონად გამოცხადდა ავსტრალიის ერთ-ერთი რეგიონი და ქალაქი კანბერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, უსაფრთხოების ზომებისა და ყველა შეზღუდვის დაცვა აუცილებელია. შიდა აკრძალვები ნაწილობრივ გააუქმა 22-მა ევროპულმა ქვეყანამ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთში ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 15 238-ია, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი წინა ორ დღესთან შედარებით იკლო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 74 ნაკლებია ოთხშაბათს დაფიქსირებულ შედეგთან. ხუთშაბათს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპი 4,7% იყო, ოთხშაბათს კი 5,5%. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 929-ით გაიზარდა და 85 043 შეადგინა. ოთხშაბათთან შედარებით ეს 1,1%-იანი ზრდაა. ესპანეთში ვირუსისგან ჯამში 52 165 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საავადმყოფოებიდან გაწერეს 272 პაციენტი. როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებში გადაიყვანეს 115 ინფიცირებული. საერთო ჯამში ეპიდემიის დროს ვირუსი გამოუვლინდა 19 706 ადამინს, მათგან 3833 სამედიცინო დაწესებულების მუშაკია. სულ უკრაინაში ვირუსი ვერ დაძლია 579-მა მოქალაქემ. გამოჯანმრთელდა 6277-ი პაციენტი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
დიდ ბრიტანეთში 24 საათში კორონავირუსით 359 ადამიანი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში 24 საათში კორონავირუსით 359 ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში კოვიდ-19-ით 39 748 ადამიანი არის გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“, ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანეთი ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.
Headline
Tbilisi · 2 weeks ago
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 860 შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 860 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 274 974-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის დამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს 990 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 55 961-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების ასევე დაღუპულების რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. #კორონავირუსი #კოვიდ19 #კორონა #ახალიამბები
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 621 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 621 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რიცხვი 4 934-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მსხვერპლთა საერთო რიცხვიდან 4 494 ინგლისში გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსი 5 903 ადამიანს დაუდასტურდა. ამგვარად „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 47 806 შეადგინა.#stopcovid19 #coronavirus #covid19 #დიდიბრიტანეთი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. წინა დღესთან შედარებით 83-ით ნაკლები ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 159 516 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 35 ათასს ადამიანზე მეტი.