რა გვაქცევს ჩვენ ადამიანებად ?

0
ხშირად დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის, მაგრამ წლების განმავლობაში პასუხთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება დღეს კი ვგრძნობ რომ ადამიანათ ქცევის მთავარი კულტი ღირსებაა.ხშირად ჩვენ ვკარგავთ მთავარს და ვეძიებით შეუცნობელს ვცდილობ შევიცნოთ ვიპოვოთ ვაღიაროთ გავაღმერთოთ მაგრამ მაინც უღმერთოდ ვიყოთ მიჯაჭვული ჩვენს ადამიანობას.თუნდაც ერთი ადამიანი ვინც შენი მამოძრავებელი ძალა ხდება მოტივაციის წყარო ინსპირაცია იგი გაწყებინებს მოქმედებას ფიქრს მისით იწყებ მეტამორფოზას გადიხარ ევოლუციურ გზას აზროვნებისკენ და როდესაც თვალებს ახელ მიხვდები რომ აღარ ხარ ადამიანი აღარ ხარ მატერია ხარ ორაზროვანი მახინჯი სივრცე რომელიც მუდმივად ითხოვს შევსებას შენ ვერ აკმაყოფილებ შენს თავს ცდილობ წახვიდე წინ ბორგავ განიცდი იღებ ბედნიერებას, მაგრამ მაინც რა არის ადამიანად ყოფნა ? ადამიანად ყოფნა ეს უდიდესი ტვირთია რომელსაც თუნდაც ჩემნაირი სივრცული პიროვნებები ვერ იღებენ ტვირთად რადგან მე ავიღე პასუხისმგებლობა ჩემი თავის და მათ წინაშე ვინც ირწმუნა ჩემი ძალების დასაწყისშივე იდგნენ ჩემს გვერდით მე მაქვს პასუხისმგებლობა მათ წინაშე ვინც ზურგი მაქცია მიღალატა დამამცირა შემურაწყო მაგრამ ვერ დამაჩოქა.ყველაფრის აზრი კი ის არის რომ მე არ ვიბრძვი ჩემი ადამიანობისთვის მე ვიცი რომ არ მაქვს ადამიანად ყოფნის უფლება რადგან ამით მე ჩემს თავს ვუღალატებ ვუღალატებ მათ ვინც ელოდება თუ როდის დაეპატრონებიან ნაგლეჯებს მე მინდა ვიყო ადამიანი, მაგრამ მაქვს პასუხიმგებლობა იდეის წინაშე თავისუფლების იდეის წინაშე შენ შეიძება არც გესმოდეს ჩემი და შეიძლება არც იცოდე თუ როგორია თავისუფლება, მაგრამ მე გაძლევ შენ არჩევნის უფლებას მე შევძელი და მოგეცი არჩევნის უფლება რადგან შეგიძლია იარო სწორ გზაზე და არ გაიღო მსხვერპლი. იყო დიდკაცი თავისუფლების იდეის ქვეშ არ დაემონო მათ ვისაც ეს ასე ძალიან უნდათ ისწრაფვოდე სიმაღლეებისკენ.ამ ფიქრებში გადის ცხოვრება და აქედან იწყებ მარადისობა მე ვარ მარადისობის ნაწილი ისევე როგორც ისინი ვინც ჩემთან ერთად შეეწირებიან ბრძოლას თავისუფლებისთვის ბრძოლას შენთვის. დადგება იმის დროც როდესაც შენ ამას გაიგებ და ზუსტად მაშინ მე ვიქნები მარადისობა მე ვიქნები დრო და სივრცე მე გავხდები ადამიანი.
0