მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

Zugdidi Daily

საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადვოკატ ჯიტა გულიას თქმით, მოსამართლის მიღებულ დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის თანამშრონლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან სექსუალურად იძალადა საკუთარ ბიძაშვილზე. ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა. #ხობი #შსს #თავისუფლებისაღკვეთა #მოსამართლე #პროკურორი #ადვოკატი #ბრალდებული #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: down#zugdididaily