პაატა იმნაძე მოქალაქეებს ფულის დეზინფექციისკენ მოუწოდებს
9785 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ყველა ნივთს ეხება. ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

#პაატაიმნაძე #კორონავირუსი #ფულისდეზინფექცია #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
7
Write a comment
Similar Posts