იოანის აბრამიდისი: ბათუმელი მოქანდაკის რეპრესიები

0
ბათუმი საპორტო ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სხვადასხვა ეროვნებების ხალხის თანაცხოვრება არავის უკვირს. ქალაქიც ხომ თავიდან ეროვნებათაშორისი ვაჭრობის პუნქტი იყო და საერთაშორისო გზების გადასაყარზე დაფუძნდა. ბერძნებიც ბათუმში დიდი ხანია ცხოვრობენ, მაგრამ დღეს ერთ განსაკუთრებულ ბერძენზე უნდა გიამბოთ. იოანის აბრამიდისი ეროვნებით ბერძენი მოქანდაკე იყო, თუმცა ბათუმში, საქართველოში დაიბადა. მისი ოჯახი ტრაპიზონიდან განდევნეს, ამიტომ ისინი ბათუმში გადასახლდნენ. 1922 წელს კი იოანისი დაიბადა. დევნა არც საქართველოში დასრულდა - სტალინისტური რეპრესიების დიდი ნაწილი ეროვნულ წმენდას ითვალისწინებდა, ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის ამ მხრივ ზღვარი არ არსებობდა - ბათუმიდან ეროვნული უმცირესობების გადასახლებით ან დაპატიმრებით სტალინი საკუთარ იდეოლოგიას ამყარებდა. შედეგად, იოანისის მამაც ციხეში გარდაიცვალა 1937 წელს. ცნობილმა მოქანდაკემ სწავლა ზუსტად ბათუმში დაიწყო. 1936 წელს კი ისტორიულ სამშობლოს, საბერძნეთს დაუბრუნდა. თუმცა ცხოვრება არც იქ დააცადეს და ვენაში დაადეპორტეს ნაციონალ-სოციალისტებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან სწავლა ვენაში, ავსტრიაში გააგრძელა და იქვე დარჩენა გადაწყვიტა. სწავლის დამთავრებიდან რამოდენიმე წელიწადში კი ვენის აკადემიის პედაგოგიც გახდა და მოქანდაკეობის თავისებური სტილი ვენაში დაამკვიდრა. მისი სტილი აერთიანებს ერთი მხრივ, აბსტრაქტიზმს. მეორე მხრივ კი ეს არის რენესანსისა და კლასიკური ელინიზმის სინთეზი. მისი სტილი აბსტრაქტულია, მაგრამ რეალური ობიექტების ელემენტები ახასიათებს. აბრამიდისი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ვენაში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
#საპორტოქალაქი
#ბერძნები
#BATUMIDAILY
0